დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია
დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’Equipe) წერს, არგენტინელი თვეში 3.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ინგლისში ყველაზე მეტს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იღებს – მას თვეში 1.9 მილიონ ევროს უხდიან. იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავს ტურინის „იუვენტუსს“- მასიმილიანო ალეგრი (1.14 მილიონი თვეში). გერმანიაში ლიდერობს ნიკო კოვაჩი, რომელიც „ბაიერნში“ თვეში 580 ათასს ევროს გამოიმუშავებს. საფრანგეთში კი ლიდერი თომას ტუხელია „პარი სენ-ჟერმენიდან“ – 420 ათასი ევრო.