დიეგო სიმეონე საკუთარ ვაჟში 40 მილიონს იხდის
დიეგო სიმეონე საკუთარ ვაჟში 40 მილიონს იხდის

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დაინტერესებულია საკუთარი ვაჟის, „ფიორენტინას“ ფორვარდ ჯოვანი სიმეონეს შეძენით, – იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“ (Corriere dello Sport). წყაროს ცნობით, „ატლეტიკომ“ ფლორენციულ კლუბს 23 წლის არგენტინელში 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

ჯერჯერობით, „ფიორენტინამ“ უარყო ეს წინადადება, რადგან უფრო მეტის მიღება სურთ ფორვარდში.

2017-18 წლების სეზონში, სიმეონემ „ფიორენტინას“ რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი ფლორენციულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.