დიეგო სიმეონე მეხუთედ გახდა მამა
დიეგო სიმეონე მეხუთედ გახდა მამა

მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ოჯახში ახალი წევრი გაჩნდა. არგენტინელ სპეციალისტს მეხუთე შვილი შეეძინა.

მადრიდელთა დამრიგებლის მეუღლემ, კარლა პერეირამ, გოგონა გააჩინა, რომელსაც ვალენტინა დაარქვეს. სიმეონემ ჩვილის ფოტო საკუთარ ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

დიეგო სიმეონეს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს – ჯოვანი, ჯანლუკა, ჯულიანო და ფრანჩესკა.

ჯოვანი და ჯანლუკა პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. ჯოვანი ფიორენტინაში თამაშობს და 2018 წელს ხუთი მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრებში. ჯანლუკა არგენტინული ხიმნასიას წევრია.

დიეგო სიმეონე ატლეტიკოს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მადრიდულ კლუბთან ერთად მან შვიდი ტიტული მოიგო.