მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ უპასუხა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის კრიტიკას, რომელსაც არ მოეწონა ესპანური კლუბის თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში.
„ფეხბურთი კრივს ჰგავს – უნდა იცოდე, როდის შეუტიო. ჩვენ ვიცით საკუთარი ღირსებები. მაგალითად, როცა „ლივერპულთან“ ვთამაშობდით, რომელიც ბრწყინვალე გუნდია, გვესმოდა, რომ შეგვეძლო მისთვის პრობლემები შეგვექმნა.
როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ უბრალოდ გაგვიმართლა, ვფიქრობ გუნდზე, რომელიც აგებდა 0:2-ს, შემდეგ კი სამი გოლი გაიტანა. ეს არ იყო იღბალი. თამაშები სრულად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
„ატლეტიკომ“ „ლივერპულთან“ მერვედფინალში ორივე მატჩი მოიგო – 1:0 და 3:2 დამატებით დროში.