დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი გახდა მოგებების რაოდენობით
დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი გახდა მოგებების რაოდენობით

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის საშინაო შეხვედრაში „ატლეტიკომ“ 2:1 დაამარცხა „ალავესი“. მადრიდელთა მხრიდან გოლები საულ ნიგესმა და დიეგო კოშტამ (პენალტით) გაიტანეს.

ამ მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბის რეკორდსმენი გახდა ლა ლიგაში მოგებების რაოდენობით. ახლა, არგენტინელის აქტივში 195 გამარჯვებაა.

სიმეონემ დაამხო ლუის არაგონესის რეკორდი (194 მოგებული მატჩი). აწ გარდაცვლილი ესპანელი სპეციალისტი 14 სეზონი ავარჯიშებდა „ატლეტიკოს“.

სიმეონეს 195 მოგებისთვის 320 მატჩი დასჭირდა, არაგონესს 194 მოგებისთვის – 407 მატჩი.