ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელი დიეგო მარადონამ ტელეარხ TyC Sports-სთან ინტერვიუში დაასახელა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე.
„ვფიქრობ, საუკეთესო იყო დი სტეფანო. ის ყველაზე მაღლა იდგა, მათ შორის, ჩემზე. პელეს არ უნდოდა ეღიარებინა ალფრედოს ტალანტი“.
არგენტინელი და ესპანელი ფორვარდი ალფრედო დი სტეფანო 1944-66 წლებში „რივერ პლეიტში“, მადრიდის „რეალსა“ და სხვა კლუბებში თამაშობდა. 1967 წელს დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და იმუშავა ესპანურ და არგენტინულ კლუბებში. დი სტეფანო 2014 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.