დიეგო მარადონამ მესისთან ჩხუბი გამორიცხა
დიეგო მარადონამ მესისთან ჩხუბი გამორიცხა

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ აღნიშნა, რომ არ გააჩნია ნეგატიური ემოციები „ბარსელონას“ კაპიტნის ლიონელ მესის მიმართ.

„მე არასოდეს ვიჩხუბებდი მესისთან. არსებობს თუ არა ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობა? მე არგენტინელი ვარ და არ ვაკრიტიკებ ლეოს. ჩვენ მეგობრული დამოკიდებულები გვაქვს“, – თქვა მარადონამ ტელეარხ TyC Sports-სთან ინტერვიუში.

მარადონას არგენტინის ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი. მესის საუკეთესო შედეგია ეროვნულ გუნდში – ვერცხლი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე.