დიეგო მარადონა - მე უფრო მეტ ოქროს ბურთს მივიღებდი, ვიდრე რონალდუ და მესი
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ აღნიშნა, რომ ის უფრო მეტ “ოქროს ბურთს” მიიღებდა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომლებსაც ეს ჯილდო ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული. გარდა ამისა, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც განაცხადებდნენ პრეტენზიას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე.
– იმათგან, ვინც მინახავს, ასეთები იქნებოდნენ დი სტეფანო, კრუიფი… და მესი. რონალდუც სადღაც მათ გვერდითაა, – მოჰყავს მარადონას სიტყვები გაზეთ AS-ს.
– რა არ ჰყოფნის მესის იმისთვის, რომ მარადონა გახდეს?
– ამას ვერ იყიდი. ეს შიგნიდან მოდის, ერთგვარად ეტალონია. მესი ვერ შეძლებს ერთდროულად 20 მოთამაშესთან დალაპარაკებას. მე ამას ვაკეთებდი მათი მოტივირებისთვის. ის იტყოდა: “რაზე გინდათ შემეკითხოთ, ბიჭებო?” და ბიჭები მას კითხვებს დაუსვამდნენ.
– თქვენი კარიერის დროს, არაევროპელ მოთამაშეებს არ აძლევდნენ “ოქროს ბურთს”.
– არა… მე უფრო მეტს მოვიგებდი, ვიდრე რონალდო და მესი.