ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა. მან ორი გუნდი გამოარჩია, ასევე ახსენა საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მოგების პრეტენდენტად არ მიიჩნევა.
“საფრანგეთი კარგი გუნდია, იქ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია შეკრებილი, მაგალითად პოლ პოგბა, მაგრამ ეს ნაკრები არ არის მუნდიალის ფავორიტი, – მოჰყავს მარადონას სიტყვები ინტერნეტ-რესურს RMC-ს. – საფრანგეთი უკეთესი გუნდი იქნებოდა, იქ ქარიმ ბენზემა რომ დაებრუნებინათ. პირადად მე ფავორიტად გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები მიმაჩნია”.