მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ ყოფილი ფორვარდი დიეგო კოშტა კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.
33 წლის ფეხბურთელი, რომელიც „ატლეტიკო მინეიროდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, მალე „სალერნიტანასთან“ გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
კოშტას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი ერთი წლით გახანგრძლივება, თუ „სალერნიტანა“ შეინარჩუნებს ადგილს სერია A-ში.