დიეგო კოშტა  „ატლეტიკოში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება
დიეგო კოშტა „ატლეტიკოში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოშტა, სავარაუდოდ, კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება გუნდში, იტყობინება ესპანური გამოცემა „მარკა“. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და, გარდა ამისა, ამჟამად სხვა კლუბებისგან რაიმე კონკრეტული წინადადება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა დაბადებით ბრაზილიელია, თუმცა ესპანეთის მოქალაქეობა აქვს და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.