ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაცვის ლიდერი, დიეგო გოდინი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება. დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელი იტალიური გუნდის მაისურს ზაფხულიდან მოირგებს, კერძოდ, კონტრაქტს „2+1“ სისტემით გააფორმებს.
გოდინს „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულება, 2019 წლის ზაფხულში დაუმთავრდება და „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, – წერს ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს „ტვიტერი“.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წელს „ვილიარეალიდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში, მან „ატლეტიკოსთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე, ორჯერ ევროპის ლიგაზე და სამჯერ – ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა.