ლონდონის „ჩელსისა“ და კოტ დივუარის ნაკრების ლეგენდის დიდიე დროგბას შვილი, 20 წლის ისააკ დროგბა იტალიის მეოთხე დივიზიონის გუნდში „ფოლგორე კარატეზეში“ ითამაშებს.
ისააკ დროგბა იტალიაში გადასვლამდე თამაშობდა „ჩელსის“ ახალგაზრდულ და ფრანგული „გენგამის“ 19-წლამდე გუნდში.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგბაც, სანამ 2003 წელს „მარსელს“ შეუერთდებოდა, „გენგამში“ ასპარეზობდა. ერთი წლის შემდეგ კი ის „არისტოკრატებს“ შეუერთდა და ლონდონელთა გუნდის მაისურით არაერთი ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის.
დროგბა „გალათასარაის“ რიგებშიც ირიცხებოდა, სადაც თურქეთის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა. 2018 წელს მან კარიერა დაასრულა.