დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში სამი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტურისთვის გამოიძახა.
გუნდში სამი დებიუტანტია: „ლანსის“ მეკარე ბრის სამბა, „ჩელსის“ მცველი უესლი ფოფანა და „ნიცას“ ნახევარმცველი კეფრენ ტურამი.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები – ალფონსო არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ბრის სამბა (ლანსი);
მეკარეები – ედუარდო კამავინგა (რეალი, ესპანეთი), უესლი ფოფანა (ჩელსი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაინა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);
ნახევარმცველი – იუსუფ ფოფანა (მონაკო), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), ორელიენ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), კეფრენ ტურამი (ნიცა), ჟორდან ვერეტუ (მარსელი);
ფორვარდები – კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია), ოლივიე ჟირუ (მილანი, იტალია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), რანდალ კოლო-მუანი (აინტრახტი, გერმანია), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (გლადბახი, გერმანია).
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევის პირველ ორ ტურში ნიდერლანდებისა და ირლანდიის ნაკრებებს შეხვდება.