საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ივნისში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში ორი ახალი სახეა – „ლილის“ მეკარე მაიკ მენანი და „ლიონის“ მცველი ლეო დუბუა. დაცვის ხაზში პრესნელ კიმპემბე შეცვალა კლემან ლენგლემ, ხოლო შეტევაში ნაბილ ფეკირის ნაცვლად გამოძახებულია ვისამ ბენ იედერი.
დეშამის სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები – ალფონს არეოლა (პარი სენ-ჟერმენი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), ბენჟამენ ლეკომტი (მონპელიე), მაიკ მენანი (ლილი);
მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), კლემან ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ფერლან მენდი (ლიონი), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ევერტონი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ტანგი ნდომბელე (ლიონი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი);
ფორვარდები – ვისამ ბენ იედერი (სევილია, ესპანეთი), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ფლორიან ტოვენი ( მარსელი).
საფრანგეთის ნაკრები 2 ივნისს, ნანტში უმასპინძლებს ბოლივიის ნაკრებს, რის შემდეგაც, ორი გასვლითი მატჩი ექნება ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში: 8 ივნისს თურქეთთან და და 11 ივნისს – ანდორასთან.