დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ უეფა-მ გუნდებს 26 ფეხბურთელის ყოლის უფლება მისცა, დეშამმა განაცხადში 25 მოთამაშე შეიყვანა.

საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ზე D ჯგუფში ნიდერლანდებთან, ავსტრიასა და პოლონეთთან ერთად ითამაშებს.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი) ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი) ბრის სამბა (ლანსი).

მცველები: ჟონათან კლოსი (მარსელი) ტეო ერნანდესი (მილანი) იბრაჰიმა კონატე (ლივერპული) დაიო უპამეკანო (ბაიერნი) ვილიამ სალიბა (არსენალი) ფერლანდ მენდი (რეალი) ჟულ კუნდე (ბარსელონა) ბენჟამინ პავარი (ინტერი).

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი) იუსუფ ფოფანა (მონაკო) ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) ორელიენ ჩუამენი (რეალი) უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ნ’გოლო კანტე (ალ-იტიჰადი).

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ) ბრედლი ბარკოლა (პსჟ) უსმან დემბელე (პსჟ) რანდალ კოლო მუანი (პსჟ) მარკუს ტურამი (ინტერი) ოლივიე ჟირუ (მილანი) კინგსლი კომანი (ბაიერნი).