დიდიე დეშამი გააგრძელებს მუშაობას საფრანგეთის ნაკრებში, ევრო 2020-ზე მერვედფინალიდან გავარდნის მიუხედავად, – ამტკიცებს ESPN.
მომავალ კვირას, სპეციალისტი შეხვდება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნოელ ლე გრეს და განიხილავს მასთან თავის მომავალს. ფედერაციაში სურთ, რომ ის დარჩეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ევრო 2016-ზე ფინალში გავიდა.