საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს.
„ნაკრებიდან წასვლაზე ორი მიზეზის გამო არ ვფიქრობ. ჯერ ერთი, მე ვარ ადამიანი, რომელიც არის საკუთარი მოვალეობების ერთგული და ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. გარდა ამისა, მაქვს დიდი ნდობა, რომელიც გამომიცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მას უნდა, რომ გუნდში ვიყო 2020 წლამდე“, – აღნიშნა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა მწვრთნელმა.