საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღიარა, რომ “პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე მოედანზე ისეთი სიმსუბუქით მოქმედებს, რომ მეტოქემ შეიძლება ეს დაცინვად და უპატივცემულობად მიიჩნიოს.
„მბაპე თავისი თამაშით, ხანდახან ამცირებს მეტოქეებს. მან უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს“, – მოჰყავს დეშამის სიტყვები გაზეთ „პარიზიენს“ (Le Parisien). – „ეს არავის მოსწონს, ამიტომაც, კილიანი მეტი გონიერებით უნდა მიუდგეს საქმეს“.
ერთხელ მას ვუთხარი: “გაგიმართლა, რომ შენს წინააღმდეგ არ ვთამაშობ. გაგანადგურებდი მოედანზე და ამის გამო, მხოლოდ ყვითელ ბარათს მივიღებდი”. ის ძალიან მსუბუქად თამაშობს და მის მოქმედებებში შეიმჩნევა ისეთი რამ, რაც შეიძლება მეტოქემ უპატივცემულობად და პროვოკაციად ჩათვალოს”.
კილიან მბაპე რუსეთში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.