საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი „ბარსელონაში“ ანტუან გრიზმანის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ კომენტარს აკეთებს.
„გრიზმანთან დაკავშირებული სიტუაცია მე არ მაღელვებს, რადგან ეჭვი არ მეპარება მის შესაძლებლობებში. ყველა ფეხბურთელს აქვს მომენტი, როდესაც საქმეები არც თუ კარგად მიდის, მაგრამ ანტუანს აქვს შესაბამისი მენტალიტეტი, რომ ეს გადალახოს“, – მოჰყავს დეშამის სიტყვები „ფრენჩ ფუტბოლ ნიუსს“.
რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ფრანგი ფორვარდის იმედი აღარ აქვს და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მის გაყიდვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანი კატალონიურ გრანდში მადრიდის „ატლეტიკოდან“ 2019 წელს გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ 120 მილიონი ევრო შეადგინა.
წლევანდელ სეზონში მან 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ცხრა გოლის ავტორი გახდა. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.