დიდიე დეშამი და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრები გახდებიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოებს, – იტყობინება სააგენტო „ფრანს პრესი“.
საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც 1802 წელს ნაპოლეონის მიერ არის დაარსებული.
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრებს 4:2 მოუგო.