დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა - ნაკრების მწვრთნელის აზრით, კანკავამ გუნდისთვის ბევრი გააკეთა #1TVSPORT
დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა - ნაკრების მწვრთნელის აზრით, კანკავამ გუნდისთვის ბევრი გააკეთა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჯაბა კანკავაზე ისაუბრა, რომელიც „ჯვაროსნებს“ დაემშვიდობა და სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის გაკეთება. პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ერთი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა“, – ამბობს სანიოლი.

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა, ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა იანვარში განაცხადა.  ყოფილმა კაპიტანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და მეორე მოთამაშე გახდა ლევან კობიაშვილის შემდეგ, ვინც ეს ზღვარი გადალახა.