დიდი ჯახი საფრანგეთის ნაკრებთან - ბორჯღალოსნებმა უძლიერეს მეტოქესთან ღირსეულად ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული გუნდი რაგბის სამყაროში ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქეს, მიმდინარე რეიტინგის მეოთხე ნომერს, საფრანგეთის ნაკრებს ბორდოში დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბორჯღალოსნები მეორე ტაიმში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ფავორიტს ორი ლელო დაუდეს – (ლობჟანიძე 46-ე წუთი, ტაბუცაძე 70-ე წუთი).
პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ბორჯღალოსნებმა ღირსეული ბრძოლა გამართეს და მარცხის მიუხედავად (41:15), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მაღალი კლასი აჩვენა.
მორიგ მატჩს ლევან მაისაშვილის შეგირდები ფიჯელებთანე გამართავენ, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებენ და საქართველოს ეროვნულ გუნდს (12-ე პოზიცია) ზუსტად ერთი ქულით უსწრებენ.