დიდი გაცვლა NBA-ში - კაირი ირვინგი „დალას მავერიკსში“ ითამაშებს #1TVSPORT
დიდი გაცვლა NBA-ში - კაირი ირვინგი „დალას მავერიკსში“ ითამაშებს #1TVSPORT

კაირი ირვინგი „დალას მავერიკსში“ ითამაშებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის რეპორტიორი, ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გაცვლის შემდეგ, „ბრუკლინ ნეტსი“ დორიან ფინი-სმითს, სპენსერ დინვიდის, 2029 წლის დრაფტის პირველი წრის ერთ და მეორე წრის ორ არჩევანს მიიღებს.

ნეტსი“ მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან აწარმოებდა. მათ შორის ფავორიტი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ იყო, რომლის შემოთავაზებაც გუნდის მენეჯმენტს არ მოეწონა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა რამდენიმე დღის წინ გაცვლა თვითონ მოითხოვა.