რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. ქვენის მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 37 ქულით ლიდერის პოზიციაზეა. განვლილ ტურში ზღვისპირელთა მეტოქე ბოლნისის „ყოჩები“ იყო, რომელმაც მოუგებელი მატჩების სერია 10-მდე გაზარდა .
შეხვედრაში ანგარში თემო სოხაძემ ჯარიმით გახსნა, თუმცა მალევე სტუმრებმა ბურთი ფრთაზე გაშალეს და ნიკა ნინიძემ ლელო გაიტანა. ურჯუკაშილმა კი ზუსტად გარდასახა.
მატჩის მე-14 წუთზე სოხაძემ გატანილი ჯარიმით ანგარიშისს სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა ბათუმელებმა მალევე მოახერხეს ლელოს დადება. მარჯვენა ფრთაზე, დურმიშხან ჯაბნიძე მბოჭავმა ვერ შეაჩერა და ლელო ალამთან გავიდა, გარდასახვა კი მიზანს ასცდა – 6:12.
პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი ჯარიმა-არეკნით, სოხაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა და „ბათუმმა“ ლიდერობა დაიბრუნა. სოხაძეს კარის წინ 22 მეტრიდან ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მე-60 და 78-ე წუთებზე ჰქონდა, თუმცა დარტყმები არაზუსტი გამოდგა.
71-ე წუთზე კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმა ურჯუკაშვილმაც ვერ გაიტანა, თუმცა მან შეცდომა ბოლო წუთზე გამოასწორა – როდესაც ანზორ სიჭინავას კონტრშეტევას მიჰყვა, ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი 22:12 დაფიქსირდა. ბოლნისის „ყოჩები“ აღნიშნული მარცხის შემდეგ კვალვა სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე რჩება.
ტურის სხვა შეხვედრებში – „ხარებმა“ „აკადემიასთან“ ფრედ 27-27 ითამაშა. „ლელომ“ „ლოკომოტივი“ 37:19 დაამარცხა. „აიამ“ „იუნკერებს“ 46:3 მოუგო. „ჯიქებმა“ კი „არმაზსს“ 24:12 სძლია.
დიდი ათის მორიგი, მე-12 ტურის მატჩები 2020 წლის 14-16 თებერვას გაიმართება.