გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა და სლოვაკურ „ჟილინასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ჟილინამ „სტადიონ პოდ დუბნომ“-ზე გამართულ მატჩში დიდი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა – მე-6 წუთზე ანგარიში ბენსონ ანანგმა გახსნა. 25-ე წუთზე დავიდ დურიშმა სხვაობა ორამდე გაზარდა და სლოვაკებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
გორელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერც მეორე ტაიმში გაუწიეს. 56-ე წუთზე სტუმართა კარი პენალტით ვან ბიჩახჩიანმა აიღო, ხოლო 64-ე წუთზე დურიშმა დუბლი შეასრულა. 82-ე წუთზე გორელების კარი მეხუთედ ტოფიკ ჯიბრილმა აიღო.
გორელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს – 84-ე წუთზე „ჟილინას“ ანდრო ნემსაძემ გაუტანა და სლოვაკური გუნდი, ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზეა გასული. განმეორებითი მატჩი 15 ივლისს გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართება.