დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ისევ უცხოელი გაწვრთნის
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ისევ უცხოელი გაწვრთნის

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისევ უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნის. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიანიშნა.

მას რამდენიმე საინტერესო ფრაზა ჰქონდა, როდესაც იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებას საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს მალე წარუდგენს.

„მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროს არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

საყურადღებო იყო ფრაზაც, როდესაც განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევაში არ შეზღუდავს.

„ფეხბურთის ფედერაცია ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს“ – ამბობს კობიაშვილი.

კობაიშვილმა ახსენა ახალი მთავარი მწვრთნელი, „რომელიც (შესარჩევ ციკლამდე) გუნდს გაიცნობს“ და რომლის „ჩამოყვანის ხარჯსაც“ ფეხბურთის ფედერაცია თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს. ლოგიკურად, ასეთ ფრაზებს მხოლოდ უცხოელი მწვრთნელის შემთხვევაში ახსენებენ.

დატოვე კომენტარი