„ფილადელფიას“ სეზონი რამდენიმე დღის წინ, კავაი ლეონარდმა დაასრულა. იმ შემთხვევაში, თუ “სევენთისიქსერსი” ზედიზედ მეორედ ვერ შეძლებდა პლეი ოფის მეორე რაუნდის დაძლევას, აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები ბრაუნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„ტორონტოსთან“ წაგებული სერიის შემდეგ „ფილის“ ცენტრმა ჯოელ ემბიდმა საკუთარი გუნდის მწვრთნელი შეაქო და გუნდში მისიდარჩენა ისურვა. „ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრეტ ბრაუნი არსად წასვლას არ აპირებს და მომავალ 2019-20 წლების სეზონზე კვლავ „სევენთისიქსერსის“ მთავარი მწვრთნელი იქნება.