„დიდი 10“-ის ფინალს ნიკოლოზ ამაშუკელი განსჯის
„დიდი 10“-ის ფინალს ნიკოლოზ ამაშუკელი განსჯის

2018/2019 წლების სეზონის „დიდი 10“-ის ფინალის მთავარი არბიტრი ნიკოლოზ ამაშუკელი იქნება. ტურნირის ამ ფორმით დაარსებიდან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საფინალო მატჩს ქართველი გაუძღვება.

საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ბოლოს ადგილობრივმა რეფერიმ 2006 წელს იმსაჯა. მას შემდეგ, ფინალურ შეხვედრაში მთავარი არბიტრი ფრანგი ან ირლანდიელი იყო.

„დიდი 10“-ის პირველი ფინალისტი „ბათუმია“, რომელმაც შესარჩევ ფინალში რუსთავის „ხარები“ ანგარიშით 32:10 დაამარცხა და დასკვნით მატჩს საშინაო არენაზე გამართავს.

მეორე ფინალისტის ვინაობას „ხარები“ და მარნეულის „არმაზი“ გაარკვევენ, რომლებიც ერთმანეთს 5 მაისს, 16:00 საათზე, რუსთავის სარაგბო ბაზაზე დაუპირისპირდებიან.