„დიდი 10“-ის ფინალს ჯორჯ ქლენზი განსჯის
„დიდი 10“-ის ფინალს ჯორჯ ქლენზი განსჯის

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, „დიდი 10“-ის ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი ირლანდიელი ჯორჯ ქლენზი იქნება.

ირლანდიელი არბიტრი უმაღლესი რანგის ტესტ მატჩებზე 2006 წლიდან მუშაობს. მისი სამსაჯო

კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავია – ჯორჯ ქლენზი უმაღლესი დონის როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩებზე რეგულარულად მუშაობს.

2011 წლიდან მოყოლებული მან მსოფლიო თასზე  შვიდ შეხვედრაში შეასრულა მთავარი არბიტრის მოვალეობა. რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე კარგად 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და ნამიბიას შორის გამართული მატჩი ემახსოვრება, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ დაძაბულ ბრძოლაში 17:16 მოიგეს.

„დიდი 10“-ის ფინალური მატჩი 13 მაისს, 20:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. დიდ ფინალში ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდებიან.

📢 დიდი 10 / Didi 10-ის ფინალს ჯორჯ ქლენზი იმსაჯებს 🏆დიდი ფინალი | აია v ლოკომოტივი 🔥13 მაისი | 20:00 | ავჭალის სტადიონიდაწერე კომენტარებში ვის ქომაგობ 👇

Posted by Georgian Rugby on 2018 წლის 10 მაისი, ხუთშაბათი