დიდებული სეზონის შემდეგ განშორების დროა - „ტორპედო“ ზიდანმა დატოვა #1TVSPORT
ფადი ზიდანმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. ამის სესახებ თავად ფეხბურთელის განცხადებიდან გახდა ცნობილი. პალესტინელმა თავდამსხმელმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქუთაისის „ტორპედოსა“ და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„ქუთაისის „ტორპედოში” გატარებული დიდებული სეზონის შემდეგ განშორების დროა. მადლობა ფანტასტიკური და დრამატული სეზონისთვის, გისურვებთ წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით“, – დაწერა ფადი ზიდანმა.
ქუთაისის „ტორპედოს“ პალესტინელი ლეგიონერი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო. 28 წლის თავდამსხმელი ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და 32 მატჩში ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ფადი ზიდანის ტრანსფერი უმ ალ-ფახმის „აპოელს“ ეკუთვნის და ისრაელის გუნდში დაბრუნდება. 28 წლის ფეხბურთელს პალესტინის ნაკრებში უთამაშია და მისი ფორმით ორი მატჩი ჩაატარა.