დიდ ბრიტანეთს ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს #1TVSPORT
ბრიტანეთის მძლეოსანთა ნაკრებს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე 4×100 მეტრზე ესტაფეტაში მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოერთვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა ანტისადოპინგო წესების დარღვევა ჩიჯინდა უჯას მხრიდან, – იტყობინება სააგენტო „როიტერი“.
უჯა დროებით იყო ჩამოშორებული ტურნირებს დადებითი დოპინგ-სინჯის გამო. მძლეოსნის ორგანიზმში ორი აკრძალული პრეპარატი – ოსტარინი და S-23 აღმოჩნდა.
უჯასთან ერთად ესტაფეტაში მონაწილეობას იღებდნენ ჯარნელ ჰიუზი, ნეთანიელ მიტჩელ-ბლეიკი და რიჩარდ კილტი.
ტოკიოში 4×100 მეტრზე ესტაფეტა იტალიამ მოიგო. ბრიტანეთის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მეორე ადგლიზე გადაინაცვლებს კანადა, მესამეზე – ჩინეთი.