დიბალასა და „იუვენტუსის“ კიდევ ორ ფეხბურთელს კარანტინის წესების დარღვევისთვის სასჯელი ელოდებათ #1TVSPORT
„იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა ანტიკორონავირუსული პროტოკოლი დაარღვია.
23 საათსა და 30 წუთზე, როცა იტალიაში კომენდანტის საათი მოქმედებს, პოლიცია „იუვენტუსის“ ნახევარმცველის უესტონ მაკენის ვილასთან მივიდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სახლში წვეულება იმართებოდა.
პოლიცია დაახლოებით ერთი საათი ითხოვდა შიგნით შეშვებას. საბოლოოდ, პოლიციელები მოხვდნენ შენობაში, სადაც იმართებოდა წვეულება 20 კაცის მონაწილეობით. მათ შორის იყვნენ მაკენი და მისი თანაგუნდელები – პაულო დიბალა და არტური, – წერს გაზეთი La Stampa.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა აღშფოთებულია მომხდარით და აპირებს სამივე ფეხბურთელი დროებით ჩამოაშოროს სამუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკენი, დიბალა და არტური გამოტოვებენ ტურინულ დერბის „ტორინოსთან“, რომელიც 3 აპრილს გაიმართება.