სიახლე არაა, რომ დიბალა „იუვენტუსის“ დატოვებასთან ახლოსაა. კლუბის ხელმძღვანელობას და არგენტინელს ერთმანეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. ეს პირველ რიგში იქიდან ჩანს, რომ გასულ წელთან შედარებით, პაულოს თითქმის გაუნახევრდა სათამაშო დრო.
მართალია, იტალიაში მას ურთიერთობა დაძაბული აქვს, მაგრამ „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ არგენტინელის გადაბირებას წელსაც ცდილობენ. ტურინელებს დიბალა მაინც ძვირად უღირთ, ამიტომაც საწყის ფასად 100 მილიონ ევროს ასახელებენ. თუ რომელიმე კლუბი წინადადებაში რაიმე გარიგებას არ ჩართავს, მაშინ დიდი ალბათობით ფეხბურთელის შესაძენად აუქციონი გაიმართება. ცნობილია ისიც, რომ პაულო ზუსტად ერთი წლის წინაც ასეთ დღეში იყო. კარგი სტარტის მიუხედავად, სეზონის ბოლოსკენ საერთოდ ამოვარდა ფორმიდან და მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა.
ცოტა ხანში გაირკვევა გაჩერდება თუ არა დიბალა „იუვენტუსში“ კიდევ ერთი სეზონით.