არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა, დიდი ალბათობით, კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.
როგორც Sky in Italy ამტკიცებს, ფორვარდმა ზეპირი თანხმობა მისცა რომაულ კლუბში გადასვლაზე. „რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად ელაპარაკა ტელეფონით „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს, რის შემდეგაც არგენტინელი ტრანსფერს დათანხმდა.
ადრე გახდა ცნობილი, რომ დიბალა ახალ გუნდში წელიწადში ექვსი მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.