დიბალამ „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორთან ანდრეა პირლოს გამო დაიჩივლა
სერია A-ს მეოთხე ტურში „კროტონესა“ და „იუვენტუსის“ მატჩის (1:1) შემდეგ, ტურინელთა ფორვარდმა პაულო დიბალამ გასახდელთან ახლოს მკვეთრ ფორმაში შესჩივლა კლუბის სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის. ფეხბურთელი უკმაყოფილოა მის მიმართ გუნდის მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს დამოკიდებულებით. კერძოდ, ფეხბურთელს არ მოეწონა, რომ ის „კროტონეს“ წინააღმდეგ მინდორზე არ შეუშვეს.
დიბალას ამ სეზონში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. აღნიშნავენ, რომ ფორვარდს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც არ უთამაშია არგენტინის ნაკრებში ეკადორისა და ბოლივიის წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებში.
ამასობაში დაიწერა, რომ „იუვენტუსი“ აპირებს დიბალასთან კონტრაქტის გაგრძელებას. ახალ ხელშეკრულებას 2021 წლის იანვარში მოეწერება ხელი. არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში და ტურინული კლუბი გეგმავს 26 წლის ფეხბურთელს რაც შეიძლება სწრაფად მოელაპარაკოს, რათა თავიდან აიცილოს ინტერესი სხვა კლუბებისგან.