დიბალა ტრავმის გამო „ინტერთან“ შეხვედრას გამოტოვებს
დიბალა ტრავმის გამო „ინტერთან“ შეხვედრას გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსმა“ წინა ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილის სათავეს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მატჩის პირველ ნახევარში მუხლის დაზიანება მიიღო პაოლო დიბალამ, რომელსაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ პირლოს გუნდში არგენტინელი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, დიბალას არ ყოფნა „ინტერის“ წინააღმდეგ ტურინელებისთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. შეგახსენებთ, რომ მილანელები მეორე ადგილზე იმყოფებიან და „იუვენტუსს“ 4 ქულით უსწრებენ, შესაბამისად „ბებერი ქალბატონისთვის“ ამ შეხვედრაში ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია.

დიბალას ტრავმა აქვს და თავს არაკომფორტულად გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ სერიოზული არაფერია“, – განაცხადა ანდრეა პირლომ მატჩის შემდგომ.

La Gazzetta dello Sport-მა ორშაბათს დიბალას ტრავმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი ცნობით, 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი თავის გუნდს 15-20 დღე ვერ დაეხმარება.

იტალიის სერია A-ს „მილანი“ ლიდერობს. პიოლის გუნდს 17 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს. „იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს, მაგრამ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.