ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა ივლისში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. როგორც იტალიის ჩემპიონატის პრესსამსახური იტყობინება, პრიზს არგენტინელს „იუვენტუსისა“ და „რომას“ მატჩის შემდეგ გადასცემენ.
საუკეთესო მოთამაშეს ირჩევენ სტატისტიკურ მაჩვენებელთა ანალიზის მიხედვით. კომპანია Stats Perform-მა დაადგინა, რომ ივლისში დიბალამ შეტევით აგრესიულობაში 97 პროცენტ ეფექტურობას მიაღწია და 95 პროცენტი ჰქონდა დაცვაში უბურთოდ მოძრაობის რეიტინგში.
26 წლის დიბალამ 2019-20 წლების სეზონში 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.