ტურინის „იუვენტუსის” ფორვარდი პაულო დიბალა დასრულებულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, – წერს იტალიის ჩემპიონატის პრესსამსახური.
26 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ასევე გამოვლინდნენ სხვა ლაურეატები:
საუკეთესო მეკარე – ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი)
საუკეთესო მცველი – სტეფან დე ვრი (ინტერი)
საუკეთესო ნახევარმცველი – ალეხანდრო გომესი (ატალანტა)
საუკეთესო ფორვარდი – ჩირო იმობილე (ლაციო)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – დეიან კულუშევსკი (პარმა).