ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ახლოსაა კლუბთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად, იტყობინება „კალჩომერკატო“.
წყაროს ცნობით, 26 წლის არგენტინელი გუნდში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია და ახალი კონტრაქტის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი. იტყობინებიან, რომ იგი „იუვენტუსთან“ ახალი შეკრულებით წელიწადში 12 მილიონს მიიღებს.
2019/2020 წლების სეზონში დიბალამ იტალიური გრანდის შემადგენლობაში 40 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.