დიბალა დათანხმდა საუდის არაბეთში გადასვლას, სადაც სეზონში 75 მილიონ ევროს მიღებს #1TVSPORT
რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ „რომას“ ფორვარდმა, პაულო დიბალამ მიიღო საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-კადისიას“ წინადადება.
Sky Sport Italia-ს, Calciomercato-სა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, დიბალა დათანხმდა სამწლიანი კონტრაქტის პირობებს, რომლის მიხედვითაც, ის სეზონში 75 მილიონი ევროს გამომუშავებას შეძლებს. ამ თანხიდან 20 მილიონზე მეტი იქნება ფორვარდის ხელფასი, გარდა ამისა, არგენტინელი მნიშვნელოვან ბონუსებსაც მიიღებს.
ელოდებიან, რომ ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი უახლოეს პერიოდში შეხვდება „რომას“ წარმომადგენლებს, რათა განიხილოს მომავალი ნაბიჯები.