დიბალა და მორატა „იუვენტუსს“ „ჩელსისთან“ მატჩში ვერ დაეხმარებიან #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრასი „იუვენტუსმა“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
„იუვენტუსს“ გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან ტურინული კლუბის ფორვარდებმა პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ ტრავმა მიიღეს.
ანგარიში სწორედ დიბალამ (მეათე წუთზე) გახსნა, მაგრამ ტრავმა მალევე მიიღო და მოედნიდან მე-20 წუთზე გაიყვანეს.
„დიბალა და მორატა „ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“ მატჩებში ვერ დაგვეხმარებიან, ეს ზუსტად ვიცით, – მოჰყავს ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სიტყვები Football Italia-ს. – ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დაგვიბრუნდებიან“.
29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „იუვენტუსი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ დაუპირისპირდება.