„იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო სერია A-ს მე-17 ტურში „ვენეციას“ (1:1) წინააღმდეგ.
გამოცემა Football Italia-ს მონაცემებით, ამ დაზიანების გამო, არგენტინელი ფეხბურთელი 2021 წელს თამაშს ვეღარ შეძლებს. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაირკვა, რომ დიბალა იანვარში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
ასე რომ, ფორვარდი გამოტოვებს სერია A-ს მატჩებს „ბოლონიასა“ და „კალიარის“ წინააღმდეგ. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შეძლებს თუ არა ის 12 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ინტერის“ წინააღმდეგ თამაშს.
28 წლის არგენტინელმა ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.