დიასამიძის სადებიუტო გოლი ბელარუსში
დიასამიძის სადებიუტო გოლი ბელარუსში

გეგა დიასამიძემ სოლიგორსკის „შახტიორში“ მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა – ეს ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში მოხდა.

ბელარუსი ევროპაში ერთად-ერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, საფეხბურთო სეზონი გრძელდება. სოლიგორსკის „შახტიორი“ „გოროდეიას“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.

დიასამიძემ ბელარუსის ეროვნულ ჩემპიონატში პირველი გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა. 27 წლის ქართველმა ნახევარმწველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლაშა შინდაგორიძე უცნობი მიზეზების გამო, განაცხადშიც არ იყო.