დი მარიას ორი გოლი და ორი გაძევება ნიცაში - „პარი ზენ-ჟერმენმა“ ლიდერობა გაიმყარა
დი მარიას ორი გოლი და ორი გაძევება ნიცაში - „პარი ზენ-ჟერმენმა“ ლიდერობა გაიმყარა

საფრანგეთის ჩემპიონმა ბოლო ტურში „ნიცა“ სტუმრად 4-1 დაამარცხა. მატჩი, რომელშიც ანხელ დი მარიამ ორი გოლი გაიტანა, საკმაოდ უხეში გამოდგა, რაზეც მასპინძელთა ორი ფეხბურთელის გაძევება მეტყველებს.

დი მარიამ პირველი ორი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი კომფორტული სხვაობით დააწინაურა. ამის შემდეგ, იგნატიუს განაგომ ნიცას იმედი დაუბრუნა, თუმცა ამას მასპინძელთა ორი ფეხბურთელის, ვილან სიპრიენისა და კრისტოფ ერელის გაძევება მოჰყვა და მატჩის ბოლოს პარიზელებმა კიდევ ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს.

ეს კილიან მბაპემ და მაურო იკარდიმ გააკეთეს.

სატურნირო ცხრილში „პსჟ“ ლიდერობს. მას ხუთი ქულით ჩამორჩება „ნანტი“, რომელიც თავის მატჩს დღეს მეცში გამართავს.

დატოვე კომენტარი