არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა.
„მივდივარ დამშვიდებული, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რათა კლუბს ტიტულების მოპოვებაში დახმარებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მივდივარ ოდნავ იმედგაცრუებული. მადლობა ყველა კოლეგას სიყვარულისთვის, რომელსაც პირველი დღიდან მჩუქნიდნენ. ყოველთვის ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში“, – დაწერა სოციალურ ქსელში 35 წლის არგენტინელმა.
ანხელ დი მარიამ „იუვენტუსში“ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.