დი მარიამ არგენტინაში დაბრუნების წინადადება მიიღო
დი მარიამ არგენტინაში დაბრუნების წინადადება მიიღო

არგენტინული კლუბი „როსარიო სენტრალი“ ცდილობს „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სამშობლოში დაბრუნებაზე დაითანხმოს.

„ჩვენ დავუკავშირდით დი მარიასა და მის ცოლს. მან იცის, რომ ჩვენი კარი მისთვის ღია რჩება. ვისურვებთ 2021 წელს ის დაბრუნდეს კლუბში, სადაც თამაშს იწყებდა“, – თქვა არგენტინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კარლონიმ.

ადრე ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურვილი აქვს „როსარიოს“ შემადგენლობაში ლიბერტადორესის თასი მოიგოს. 32 წლის დი მარია „პარი სენ-ჟერმენში“ 2015 წლიდან თამაშობს.