დი მარია, შესაძლოა, „ბენფიკაში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
დი მარია, შესაძლოა, „ბენფიკაში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ანხელ დი მარია, შესაძლოა, „ბენფიკაში“ დაბრუნდეს, რომლის რიგებში 2007-10 წლებში თამაშობდა.

როგორც პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო ალმეიდა წერს, ლისაბონური კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული 34 წლის ფეხბურთელის გაფორმებით. „ბენფიკა“ დი მარიას უფასოდ მიიღებს, რადგან არგენტინელს ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი ეწურება.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ამ ზაფხულს აპირებს გამოეთხოვოს სამ არგენტინელ ფეხბურთელს, მათ შორის, დი მარიას.