„იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კარიერას „ბენფიკაში“ გააგრძელებს, – იუწყება პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური.
დი მარიასთვის „ბენფიკა“ პირველი ევროპული კლუბი იყო, რომლის ღირსებასაც 2007-2010 წლებში იცავდა – ამ პერიოდში გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ორჯერ მოიპოვა პორტუგალიის ლიგის თასი.
35 წლის მსოფლიო ჩემპიონს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა. გასულ სეზონში დი მარიამ 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.