დი მარია „ბარსელონასთან“ შეხვედრას გამოტოვებს
დი მარია „ბარსელონასთან“ შეხვედრას გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმნეის“ შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოტოვებს, – ამის შესახებ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა.

არგენტინელი ფეხბურთელი „მარსელის“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და მე-11 წუთზე მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. დი მარიამ ამავე შეხვედრაში მე-9 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და კილიან მბაპეს გოლი გაატანინა.

პსჟ-მ „მარსელის“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 2:0 და 3 ქულა ჩაიწერა. პოჩეტინოს გუნდი ლიგა 1-ში მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსანლილს“ 3 ქულით ჩამორჩება.

„ბარსელონასა“ და პსჟ-ს შორის შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.